რაფაელ ლეაო - მაისური კვარაცხელიას გავუცვალე, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ #1TVSPORT
„მილანის“ თავდამსხმელმა რაფაელ ლეაომ „ნაპოლისთან“ მოგებული (4:0) თამაშის შემდეგ გამოცემა DAZN-თან ისაუბრა. პორტუგალიელემა ვარსკვლავმა „ნაპოლისთან“ მატჩში დუბლი შეასრულა, თამაშის შემდეგ კი მაისური ხვიჩა კვარაცხელიას გაუცვალა, რადგან, როგორც აღნიშნა, მისი თამაში ძალიან მოსწონს.
„ვიცოდი, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი დიდ მეტოქესთან. მანამდე გვესმოდა, რომ ჩვენ არაფერი შეგვეძლო და ამან დიდ ენერგია მოგვცა. მინდა, მადლობა გადავუხადო „მილანის“ ფეხბურთელებს, რადგან გუნდურად ვითამაშეთ – ეს არის „მილანი“.
ინციდენტი სპალეტისთან? ის აღშფოთებული იყო იმით, თუ როგორ ვიზეიმე პირველი გოლი, პასუხის გაცემა მხოლოდ მოედანზე მიყვარს. მხოლოდ ჩემს მწვრთნელს ვუსმენ, სხვა არავინ მაინტერესებს. რთული პერიოდი მქონდა და საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ ახლა დავიბრუნე.
დაუჯერებელი გრძნობა განვიცადე, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ და ბედნიერი ვარ. ეს მოგება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებამდე ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩები განსხვავებული ხასიათის იქნება.
მაისური ვის გავუცვალე? კვარას. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მიყვარს, რასაც ის მოედანზე აკეთებს. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთი სტილის მოთამაშეები ვართ, მოწინააღმდეგის დათრგუნვა გვიყვარს. კვარაცხელია შესანიშნავ სეზონს ატარებს“, – განაცხადა რაფაელ ლეაომ.