რაფაელ ლეაო - ჩემი მომავალი „მილანთან“ არის დაკავშირებული #1TVSPORT
რაფაელ ლეაო - ჩემი მომავალი „მილანთან“ არის დაკავშირებული #1TVSPORT

„მილანის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა და უარყო ხმები, თითქოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიური კლუბის დატოვებას გეგმავს.

„ჩემი მომავალი გარკვეულია და „მილანთან“ არის დაკავშირებული, – მოჰყავს რაფელ ლეაოს სიტყვები ცნობილ იტალიელ ჟურნალისტს, ფაბრიციო რომანოს, – „მილანთან“ კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით მაკავშირებს. ეს კლუბი ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე და ამას არასდროს დავივიწყებ. მსურს, გამარჯვებები კვლავ „მილანთან“ ერთად ვიზეიმო და მთლიანად ამ მიზანზე ვარ ფოკუსირებული“.

24 წლის პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სულ 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt-ი რაფელ ლეაოს 90 მილიონ ევროდ აფასებს.