გუშინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირას გასამართ UFC-ის ქარდზე, ღონისძიების მთავარი ბრძოლა ისლამ მახაჩევსა და რაფაელ დონ ანჯოსს შორის აღარ შედგება. მიზეზი კი დაღესტნელი მებრძოლის ტრავმაა.
როგორც გაირკვა, UFC Vegas 14-ის მთავარ ბრძოლას პოლ ფელდერი გადაარჩენს, რომელმაც დოს ანჯოსთან დაპირისპირებაზე თანხმობა 5 დღით ადრე განაცხადა. თანაც საინტერესოა, რომ ბრძოლა მაინც 5-რაუნდიანი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ESPN-მა გაავრცელა.
ფელდერმა ბოლოს მიმდინარე წლის თებერვალში დენ ჰუკერთან იბრძოლა და მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
დოს ანჯოსმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 2015 წელს მოიპოვა. უკანასკნელი ბრძოლა მან 2020 წლის იანვარში მაიკლ კიეზასთან გამართა და მსაჯთა გადაწყვეტილებით წააგო.