„თელავის“ ყოფილი მცველი რაფაელ ჩუკვურა ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან გუნდის სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ნიგერიელი მცველი ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეული ლეგიონერია, ერთ-ერთი საუკეთესოა მარცხენა ფლანგზე და მიხარია, რომ დავიმატეთ. ეს ტრანსფერი ჩვენს მარცხენა ფლანგს და ზოგადად, გუნდს გააძლიერებს. რაფაელი, დიდი ხანია, საქართველოში თამაშობს, ქართულიც კარგად იცის და გუნდთან ადაპტაციის პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დვალიშვილმა.
რაფაელ ჩუკვურა 28 წლის მარცხენა მცველია, რომელიც ფლანგის შემტევადაც კარგად თამაშობს. ბოლო სეზონი „თელავში“ გაატარა, 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ნიგერიელი მცველი საქართველოში 2013 წლიდან თამაშობს – იყო ხარაგოულის „ჩხერიმელას“ მოთამაშე, ასევე უთამაშია მარტვილის „მერანში“, გურჯაანის „ალაზანში“, ზუგდიდის „დინამოში“, თბილისის „მერანში“, „რუსთავსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა 2019 წელს ჩუკვურა ლიგა 2-ის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მაშინ ნიგერიელი თბილისის „მერანის” ფეხბურთელი იყო.