რაფა ნადალმა ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ აშშ-ის ნახევარფინალში გააღწია
რაფა ნადალმა ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ აშშ-ის ნახევარფინალში გააღწია

აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი ესპანელმა რაფაელ ნადალმა და არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ შეადგინეს.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა და მოქმედმა ჩემპიონმა ნადალმა თითქმის ხუთსაათიან ბრძოლაში მოუგო ავსტრიელ დომინიკ ტიმს – 0:6, 6:4, 7:5, 6:7(4), 7:6(5).

პირველ სეტში მშრალი ანგარიშით წაგების შემდეგ, ნადალმა მცირე უპირატესობა მოიპოვა და ამის ხარჯზე აიღო მომდევნო ორი სეტი. მეოთხე სეტში ესპანელმა დაკარგული ბრეიკის დაბრუნება შეძლო, მაგრამ ტაი-ბრეიკზე უპირატესობა ტიმს ჰქონდა.

ყველაფერი მეხუთე სეტმა გადაწყვიტა, სადაც ესპანელს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მის მეტოქეს -არც ერთი. და მაინც, პარტიის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც, ამჯერად, ნადალმა მოიგო.

რაფაელი ნახევარფინალში დელ პოტროს შეხვდება, რომელმაც ოთხ სეტში დაამარცხა ამერიკელი ჯონ ისნერი.