რაფა ნადალი - ფედერერთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს
რაფა ნადალი - ფედერერთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ილაპარაკა თავის ურთიერთობებზე შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან.

„ვერ ვიტყვი, რომ მე და ფედერერი მეგობრები ვართ, მაგრამ ფანტასტიკური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მიუხედავად ამისა, ჩემი მოტივაცია კორტზე არ იცვლება იმის მიხედვით, თუ ვისთან ვთამაშობ. არ შეიძლება ნერვიულობა მატჩის დროს. აუცილებელია აბსტრაგირება ყველაფრისგან, გარდა თამაშისა. მიფიქრია, თუ არა ოდესმე სხვა ცხოვრებაზე? არ მქონდა ამის დრო. 15 წლისა ყველა ოცნებას იწყებს, მე კი უკვე პროფესიონალი ჩოგბურთელი ვიყავი“, – განაცხადა 32 წლის ნადალმა ტენის ვორლდ იუ-ეს-ეისთან (Tennis World USA) კომენტარში.

ნადალს 39-დან 23 მატჩი აქვს მოგებული ფედერერისთვის. ესპანელი მეორე ადგილზეა მიმდინარე რეიტინგში, შვეიცარიელი – მეოთხეზე.