მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მისი რეაქცია კარიერის დასრულებაზე.
„ჩემს ცხოვრებაში ბევრი შესანიშნავი რამ ხდება ჩოგბურთის გარდა. ასე რომ, სრულიადაც არ მაშინებს კარიერის დასრულება. ეს დღე ჩემთვის საშიში არ იქნება. როგორც კი მივხვდები, რომ უკვე აღარ შემიძლია უმაღლეს დონეზე ბრძოლა, აგრეთვე, ვეღარ ვიღებ სიამოვნებას თამაშისგან, მაშინვე სხვა საქმეზე გადავერთვები.
რა თქმა უნდა, მოვემზადე მომავალი ცხოვრებისთვის. მაქვს აკადემია, აგრეთვე, საკუთარი ფონდი. არ ვაპირებ გადავიქცე იმ ადამიანად, რომელიც მთელი დღე თევზს იჭერს ან გოლფს თამაშობს“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები SBS-ს.