ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონმა ემა რადუკანუმ განაცხადი გამოიტანა მელბურნის ტურნირიდან, რომელიც 4-9 სექტემბერს უნდა გაიმართოს და ის ავსტრალიის ღიას რეპეტიციად მიიჩნევა.
19 წლის ბრიტანელმა კორონავირუსი გადაიტანა და ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა, ამიტომაც, იძულებული გახდა ტურნირზე უარი ეთქვა.
ამასთან, რადუკანუ იმედოვნებს იანვარში დაბრუნებას და ავსტრალიის ღიაზე თამაშს, რომელიც 17 იანვარს დაიწყება.