მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ შეტევითი ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდება. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდ ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე მოელაპარაკა, – იტყობინება Radio Catalunya-ს ვებგვერდი.
ფრანგი „ბარსელონაში“ ზაფხულში გადავა. ტრანსფერის თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. როგორც აღნიშნავენ, გრიზმანი კატალონიელთა დამრიგებლის, ერნესტო ვალვერდეს დიდი ფანია და საერთოდ, „ბარსაში“ თამაშზე ოცნებობს.
4 მარტს „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ ესპანეთის ჩემპიონატში და როგორც ჩანს, გრიზმანი ბოლოჯერ დაუპირისპირდება ლიონელ მესის.
ამ სეზონში ფრანგს ოდნავ მოკრძალებული სტატისტიკა აქვს – 22 მატჩში 11 გოლი და შვიდი შედეგიანი პასი.