რადამელ ფალკაო - გოლის აღნიშვნის აკრძალვა, უაზრობაა
რადამელ ფალკაო - გოლის აღნიშვნის აკრძალვა, უაზრობაა

„გალათასარაის“ და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მიიჩნევს, რომ უაზრობაა, როდესაც ფეხბურთელებს გოლის ტრადიციულ აღნიშვნას უკრძალავენ – ამის შესახებ ფეხბურთელმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა.

„ფეხბურთის დაბრუნებას რომ ვუყურებდი, ჩემს თავს ვეკითხები: არსებობს ტექნიკური მიზეზი იმისა, გოლის შემდეგ გადახვევა რომ იკრძალება? მთელი თამაშის განმავლობაში, ფეხბურთელები ერთმანეთთან მუდმივ კავშირში ვართ. მაგალითად, კუთხურის მოწოდების დროს მცველები სულ გვეხებიან. ჯარიმის დროს „ცოცხალ კედელშიც“ ყველა ერთად დგას“, – დაწერა ფალკაომ Twitter- ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შედეგად, ტოპ-ლიგებიდან პირველი სეზონი გერმანიის ბუნდესლიგაში განაახლეს, სადაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელებმა „შალკე 04“-სთან (4:0) გოლები სოციალურ დისტანციას დაცვით აღნიშნეს. თუმცა, ბერლინის „ჰერტას“ მცველს, ანგა დედრიკ ბოიატასჰოფენჰაიმთან“ (3:0 მოიგეს) გასვლით შეხვედრაში პირველი გოლის შემდეგ ეს წესი დაავიწყდა და თანაგუნდელს გადაეხვია.