რაჭაში პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის ველომარათონი გაიმართა #1TVSPORT
რაჭაში პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის ველომარათონი გაიმართა #1TVSPORT

რაჭაში მასშტაბური ველომარათონი გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მოყვარულმა, ასევე პროფესიონალმა ველომრბოლელებმა, რომელთა რაოდენობა ასამდე აღწევდა.

წარმოდგენილი იყო სამი მარშრუტი – 10 კმ, 20 კმ და 60 კმ. თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალურად შეარჩია დისტანცია.

სამივე კატეგორიაში დაწესებული იყო ფულადი ჯიდლოები. ყველაზე გრძელი დისტანციის გამარჯვებულმა  1000 ლარი მიიღო.

ველომარათონი ადგილობრივი ხელისუფლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო კომპანიების მხარდაჭერით ჩატარდა.