რა შემთხვევაში გახდება დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი #1TVSPORT
დღეს სერია A-ს 32-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე „ნაპოლი“ გათამაშებას ლიდერობს და „ლაციოს“ 17 ქულით ასწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი აშორებს და ტიტულის ოფიციალურად გაფორმება დღესვე შეუძლია. ამ ეტაპზე ჩემპიონობის თეორიული შანსი „ლაციოსა“ და „იუვენტუსსაც“ აქვთ.
სერია A-ს სატურნიროს ცხრილი 31 ტურის შემდეგ:
1. „ნაპოლი“ 78 ქულა
2. „ლაციო“ 61
3. „იუვენტუსი“ 59
სერია A-ს 32-ე ტური („ნაპოლისა“ და მისი კონკურენტების თამაშები):
14:30 | „ინტერი“ – „ლაციო“
17:00 | „ნაპოლი“ – „სალერნიტრანა“
22:45 | „ბოლონია“ – „იუვენტუსი“
„ნაპოლი“ ჩემპიონი დღესვე რომ გახდეს, ამისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მოუგოს „სალერნიტანას“, ხოლო „ლაციომ“ წააგოს ან ფრედ ითამაშოს „ინტერთან“. „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში „იუვენტუსი“ ჩემპიონობის თეორიულ შანსსაც დაკარგავს.