რა პირობებში იმუშავებს მედია ეროვნულ ლიგაში - ოფიციალური განმარტებები შეზღუდვების შესახებ
ეროვნული ლიგა 25 ივნისს მესამე ტურის მატჩებით განახლდება – სუპერთასის მფლობელი „საბურთალო“ მქომედ ჩემპიონ თბილისის „დინამოს“ მიხეილ მესხის სახელობის არენაზე დაუპირისპირდება.
ეროვნული ლიგის ადმინისტრაციამ აკრედიტაციების გაცემის პროცესის და რეგულაციების შესახებ განმარტება გაავრცელა.
„ეროვნულ ლიგის მატჩებზე მედიის წარმომადგენლები მხოლოდ წინასწარი აკრედიტაციის საფუძველზე, შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე. მატჩის დასრულების შემდეგ არ იმუშავებს შერეული ზონა, სადაც ხდებოდა ინტერვიუების ჩაწერა. საგანგებო შეზღუდვები იმოქმედებს ფოტოგრაფებისთვისაც“ – წერია ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე.
აქვე მითითებულია, რომ შეზღუდვები დაწესებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების საფუძველზე.