ტელეკომპანია BBC-მ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა Price of Football-ის ყოველწლიური გამოკვლევის შედეგები იმაზე, თუ რა ღირს საფეხბურთო ბილეთები და აბონემენტები ინგლისურ და სხვა ევროპულ ლიგებში.
აი, რა თანხა დაგჭირდებათ, ევროპის საუკეთესო კლუბების თამაშზე ყველაზე იაფი ბილეთის შესაძენად:
ჩელსი – 52.5 ევრო
რეალი – 50 ევრო
ლივერპული – 41.4 ევრო
მანჩესტერ სიტი – 39.2 ევრო
მანჩესტერ იუნაიტედი – 34.7 ევრო
ბარსელონა – 33 ევრო
ატლეტიკო – 30 ევრო
ნაპოლი – 30 ევრო
არსენალი – 29 ევრო
ეინდჰოვენი – 28.5 ევრო
ინტერი – 25 ევრო
იუვენტუსი – 25 ევრო
ტოტენჰემი – 22.4 ევრო
რომა – 20 ევრო
დორტმუნდი – 17 ევრო
ბაიერნი – 15 ევრო
აიაქსი – 13 ევრო
ვალენსია – 10 ევრო
პსჟ – 10 ევრო
ბენფიკა – 8 ევრო
მონაკო – 7 ევრო
ფენერბაჰჩე – 6.9 ევრო
პორტუ – 5 ევრო.
ყველაზე ძვირადღირებული (სასტარტო ფასის მიხედვით) აბონემენტები ევროპაში – ლონდონის “არსენალს” აქვს (990 ევროდან), ხოლო კონკრეტული სახეობის ყველაზე ძვირი აბონემენტი – პსჟ-ს (3130.6 ევრო).
დიდი კლუბებიდან ყველაზე იაფად სასეზონო აბონემენტს “ბარსელონასგან” შეიძენთ – 100 ევროზე ნაკლები.