რა არის MMA/UFC - გავიცნოთ შერეული საბრძოლო ხელოვნება
რა არის MMA/UFC - გავიცნოთ შერეული საბრძოლო ხელოვნება

6 ოქტომბერს, ლას ვეგასში, შერეული ორთაბრძოლების (MMA) მთავარი ორგანიზაცია (UFC – აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) წლის ბრძოლას ატარებს – ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ. ასე რომ, ახლა ის დროა, ზედაპირულად გავეცნოთ – რა არის MMA და UFC.

MMA (Mixed Martial Arts) – შერეული ორთაბრძოლები. სპორტის სახეობა, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 90-იან წლებში. MMA პრინციპულად განსხვავდება ორთაბრძოლების სხვა სახეობებისგან იმით, რომ მებრძოლებს აქვთ უფლება – გამოიყენონ სხვადასხვა ტექნიკისა და ილეთის უდიდესი არსენალი, რომელიც  იყო რომელიმე ერთ სახეობაში, ადრე მოუწვდომელი. პირველ ტურნირებში მონაწილეობას იღებდნენ მოჭიდავეები, მოკრივეები, კიკბოქსიორები, კარატეს, სუმოსა და ჯიუ-ჯიცუს ოსტატები…

დროთა განმავლობაში, MMA-მ ევოლუცია განიცადა. მებრძოლები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას იმისთვის, რომ გამარჯვებას მიაღწიონ – ისინი იბრძვიან, ურტყამენ ერთმანეთს ფეხებსა და ხელებს, ატარებენ მტკივნეულ და მახრჩობელა ილეთებს. თანამედროვე MMA – ეს არის ერთ სპორტში გაერთიანებული კრივი, კიკბოქსინგი, ჯიუ-ჯიცუ, კარატე და მუაი-ტაი.

 

გალია. MMA-ის სიმბოლო და მხოლოდ სპორტის ამ სახეობისთვის სპეციფიური ადგილი ბრძოლების ჩასატარებლად. “გალია” კოშმარს იწვევს საკითხში გაუთვითცნობიერებლებს შორის. მათ ჰგონიათ, რომ მებრძოლებს იქ კეტავენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის. საქმე კი იმაშია, რომ გალია მოხერხებულია – მებრძოლი არ გადავარდება რინგის მიღმა და ტრავმას არ მიიღებს.

გარდა ამისა, გალია დიდ უპირატესობასა და შესაძლებლობებს იძლევა – მებრძოლს შეუძლია ზურგით მიეყრდნოს და პარტერიდან წამოდგეს, შეიძლება კედლიდან ასხლეტა და ცნობილი შოუთაიმ-დარტყმის შესრულება! გალიები სხვადასხვა ფორმის არსებობს -მრგვალი და კუთხეებით. საფირმო გალიაა – რვაკუთხიანი და მას ოქტაგონი ეწოდება.

ბრძოლა წესების გარეშე. MMA-ის არასწორი დასახელებაა. მას არაფერი აქვს საერთო შერეულ ორთაბრძოლებთან, რომელსაც წესები გააჩნია. MMA-ის გაერთიანებული წესები კრძალავს მთელ რიგ მოქმედებებს, მათ შორის – თავით დარტყმა, სახეში ხელის წავლება, თვალში თითის ჩადება, საზარდულის არეში დარტყმა, მოწინააღმდეგის კბენა, იდაყვის წვეტიანი ნაწილის დარტყმა (ე. წ. დარტყმა “12-6”), მეტოქისთვის ფეხების დარტყმა იმ დროს, როცა ის სამი წერტილით არის გალიის იატაკზე, მათ შორის, soccer-kick (საფეხბურთო დარტყმა თავში წაქცეულ მოწინააღმდეგეზე).

 

საბაზო მებრძოლი/დამრტყმელი. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გალიაში ერთმანეთს ხვდებოდნენ ერთი სტილის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, MMA-ში ჯერ ისევ დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტმენის “ბაზას”, ანუ იმას, სპორტის რომელი სახეობიდან მივიდა ის შერეულ ორთაბრძოლებში.

ყველაზე დიდი წარმატებით MMA-ში გამოდიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები -MMA-ის მთავარი ორგანიზაციის 10 ჩემპიონიდან შვიდი სწორედ ამ სახეობას წარმოადგენს.

 

რაუნდი. ერთი რაუნდი MMA-ის წესებით 5 წუთი გრძელდება. ეს არ არის არის მოსაწყენი კრივი და არც კიკბოქსინგი. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ 5 წუთი ძალიან ბევრია, მათ უნდა იცოდნენ, რომ MMA-ის პირველი ბრძოლები ნახევარი საათი გრძელდებოდა ან საერთოდ, დროში არ იყო შეზღუდული. საჩემპიონო და მთავარი ბრძოლები UFC-ში არა სამი, არამედ ხუთი რაუნდი გრძელდება.

აწონვა (Weighin). მებრძოლის წონის გარკვევის პროცედურა, რომელიც ბრძოლამდე ერთი დღით ადრე იმართება. ჩვეულებრივ, ეს ხდება იმისთვის, რომ მებრძოლები ჩაეტიონ მათ მიერ არჩეული წონითი კატეგორიის ლიმიტში.

გამოიყენება ტყუილის დაკანონებული სისტემა, რომელსაც “წონის დაგდება” ჰქვია. მაგალითად, ჰაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც გამოდის 70-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, წონას აგდებს 85 კილოგრამიდან

აწონვის მომენტამდე მებრძოლები სრულიად გამოფიტულ და გაუწყლოებულ მდგომარეობაში მიდიან, პროცედურის დასრულებისთანავე კი იწყებენ ბევრ ჭამასა და სითხის მიღებას – წყლით, გლუკოზითა და პროტეინული კოქტეილებით. არანაირი ალკოჰოლი. წონის დაგდების პროცედურა საშუალებას აძლევს მსხვილ მებრძოლს – ჩაეტიოს უფრო მსუბუქ წონის ლიმიტში, შესაბამისად, უპირატესობა მიიღოს თავის მეტოქეზე ბრძოლაში.

მზერათა დუელი (Staredown). მომენტი, როცა ორი მებრძოლი ერთმანეთს თვალებში უყურებს და ჩუმად არიან. გამოიყენება ბრძოლის წინ სიტუაციის გასამძაფრებლად. ხანდახან ხდება ინციდენტები, მაგრამ, ჩვეულებრივ, მებრძოლები ერთმანეთს ისე ხშირად უყურებენ, რომ დუელი უკვე აღარ მოჩანს რაღაც დაძაბულ მომენტად.

პარტერში გადაყვანა (Takedown). MMA-ის ერთ-ერთი ილეთი, რომელიც საშუალებას იძლევა ბრძოლა დგომიდან (სადაც მებრძოლები, ჩვეულებრივ, დარტყმებს ცვლიან) პარტერში (გალიის იატაკი) გადაიყვანონ, რათა უკვე იატაკზე გააგრძელოს ბრძოლა წაქცეულ პარტნიორთან. არსებობს ძალიან ბევრი ხერხი პარტერში გადასაყვანად, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “თეიქდაუნია” – ორივე ფეხით ჩავლება. ყველაზე ლამაზი “თეიქდაუნები” ძალიან ეფექტურად მოჩანს. არანაკლებ ეფექტურად, ვიდრე ნოკაუტები.

 

ნოკაუტი (Knock out, KO, KTFO). დარტყმის შედეგი, როცა მეტოქე აღმოჩნდება ნაწილობრივ ან სრულიად უგონო მდგომარეობაში. არსებობს ნოკაუტის წინასწარი ვერსია, რომელსაც ნოკდაუნი ჰქვია – როცა მეტოქე წაიქცა, მაგრამ გათიშული არ არის. კრივისგან განსხვავებით, MMA-ში ბრძოლას არავინ აჩერებს, როცა მეტოქე ნოკდაუნშია. ეს მხოლოდ ნოკაუტის დროს ხდება. ნოკაუტები MMA-ში ყველაზე სანახაობრივი მოვლენაა.

გარეგანი ბრუტალურობის მიუხედავად, საერთო ჯამში, სასიკვდილო შუმთხვევები შერეულ ორთაბრძოლებში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კრივში. დიახ, ტრავმები ბევრია, მაგრამ MMA-ის მრავალმხრივი ტექნიკის წყალობით, დარტყმების სამიზნე არ არის მხოლოდ მეტოქის თავი. MMA-ში შესაძლებელია ილეთის შესრულება, ფეხის კორპუსში დარტყმა, გდების შესრულება. კრივში ძირითადი აქცენტი კეთდება თავში დარტყმაზე. სწორედ ამიტომაც, MMA-ში, კრივისგან განსხვავებით, არ არის დასახიჩრებული და პარალიზებული მებრძოლების სისხლიანი კვალი.

 

მტკივნეული/მახრჩობელა ილეთი და ამ ხერხით მოგება (Submission). იგივეა, რაც ნოკაუტი, ოღონდ, როცა არ გირტყამენ, არამედ ტკივილს გაყენებენ ან გახრჩობენ. არსებობს ათასგვარი ილეთი, რომლითაც მეტოქეს დანებებას აიძულებ. ყველაზე ცნობილებია: გაგუდვა “სამკუთხედით”, იდაყვის ბერკეტი, “კიმურა”, აქილევსის მყესში ჩარტყმა, გილიოტინით გაგუდვა, ზურგიდან გაგუდვა.

მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ყველაზე ცნობილი ისტატები არიან – ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს სკოლის წარმომადგენლები, თუმცა, ბოლო დროს, სულ უფრო მეტ ლამაზ ილეთს გვთავაზობენ არა მხოლოდ ამ სახეობის წარმომადგენლები, არამედ სხვა მებრძოლებიც. MMA ევოლუციას განიცდის და ახლა, საბაზო კიკბოქსიორიც კი ამ სპორტში ლამაზ ილეთს ატარებს.

UFC (Utimate Fighting Championship). სახელწოდებას, ჩვეულებრივ, არ თარგმნიან, მაგრამ თუ აუცილებლობა არსებობს, ამბობენ – აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი. UFC – ეს არის დღეისთვის MMA-ის ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია. მას ხელმძღვანელობს დანა უაიტი, რომელიც მერძოლებს ისე მართავს , როგორც სურს.