გერმანიაშია, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევი ეტაპი იწყება. საქართველოს ნაკრები უკვე საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები უკვე გაემგზავრა და პირველ შეხვედრას ხვალ ჩაატარებს.
24 აგვისტო, 17:00 სთ – საქართველო – უნგრეთი
25 აგვისტო, 14:45 სთ – საქართველო – ინგლისი
26 აგვისტო, 14:45 სთ – საქართველო – დანია
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ ამ ტურნირში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
“საქართველო ასეთ მასშტაბურ ტურნირში პირველად იღებს მონაწილეობას, რომლის ხარჯებსაც მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფარავს. ადრე ასეთი პრეცედენტები ჩვენთან არ არსებობდა. საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მოწვეული გვყავს ბრაზილიელი ბეტინიო არაუხო, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ის ავტორიტეტული სპეციალისტია და ერთი თვეა, რაც ჩვენთან მუშოაბს“- ამბობს ჯაბა ჭანტურია.
2019 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქვიშის ფეხბურთის ასოციაციისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთობლივი მუშაობით, ბათუმში ევროპის ჩემპიონატის გამართვაც იგეგმება. რვაგუნდიანი ჩემპიონატის ჩატარების ადგილი, ოფიციალურად, 2018 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით კი, შიდა ჩემპიონატში რვა გუნდი ითამაშებს და ორ ეტაპად ჩატარდა. ჩემპიონი კვლავ ბათუმის “დინამო“ გახდა, მეორე ადგილზე კი ბათუმის ბსუ გავიდა. 2019 წელს, პორტუგალიის ქალქ ნაზარეში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე “დინამო“ ჯგუფურ ეტაპზე იქნება, ხოლო ბსუ საკვალიფიკაციოდან დაიწყებს.