გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე გადაცემა გააკეთა. ოირვე მათგანი „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა.
ეს ბელგიის ჯუპილერლიგის 27-ე ტურში მოხდა, სადაც ქართველების გუნდმა „გელამკო არენაზე“ „სენტ ტრუიდენი“ მიიღო და დაამარცხა.
„გენტი“ პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა, რაშიც დიდი როლი ქართველებმა ითამაშეს. 10-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და 26-ე წუთზე ჯონათან დავიდი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. მანაც სტუმრების კარი მესამედ აიღო.
ძირითადში იყო გიორგი ქვილითაიაც, რომელმაც პირველი ორი გოლი გამოიმუშავა. მე-10 წუთზე მისი წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, ხოლო ოთხ წუთში ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა.
ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩაამდე ქართველები ფორმაში შედიან – ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ორივემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
საბოლოოდ, „გენტმა“ 4:1 მოიგო, 27 ტურის შემდეგ 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბრიუგეს“ 12 ქულით ჩამორჩება.