ქვილითაიამ მორიგი გოლი გაიტანა და აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა „პაფოსთან“ და აპოელ-ს მნიშვნელოვანი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:0.
კვიპროსის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის 33-ე ტურის მატჩი ნიქოზიის კლუბმა სტუმრად გამართა. ორივე ქართველი ფეხბურთელი – ქვილითაია და დვალი აპოელ-ის ძირითად შემადგენლობაში იყო.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა. „პაფოსის“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი ქვილითაიამ უნაკლოდ შეასრულა. 69-ე წუთზე კი მასპინძლებს მარკინიოსმაც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
33-ე ტურის შემდეგ კვიპროსის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფში აპოელ-ი 69 ქულით ლიდერია და ბოლო ტურის წინ კონკურენტ ლარნაკას აეკ-ს სამი ქულით ასწრებს.