გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში - ქვილითაიამ „ოლიმპიაკოსს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „აპოელს“ თასის შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.
ნიქოზიას გუნდმა კვიპროსის თასის 1/8-ფინალურ შეხვედრაში თანაქალაქელ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
ანგარიში მე-18 წუთზე „აპოელმა“ გახსნა და ეს ქართველის გოლით მოახერხა. ოქრიაშვილის შესრულებული კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმართა მეკარემ ბურთი მოიგერია, ქართველმა თავდამსხმელმა კი დამატებაზე ზუსტად დაარტყა.
ტაიმის ბოლო წუთზე „ოლიმპიაკოსის“ თავდამსხმელმა ევანგელოს კირიაკუმ წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე 1:1-ზე გავიდნენ. გადამწყვეტი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. ქართველების თანაგუნდელმა გიორგიოს ეფრემმა გაიტანა და „აპოელმა“ მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა 2:1.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქვილითაია ბოლო დროს საუკეთესო ფორმაშია და გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა – ჩემპიონატში „ომონიას“ და „ეთნიკოსს“ გაუტანა, ახლა კი თავი თასზეც გამოიჩინა. 28 წლის ქართველის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 6 გოლია.
შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალური შეხვედრა მოიგო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმაც“, რომელმაც „პაფოსი“ გასვლაზე 3:1 დაამარცხა. „აპოელი“ განმეორებით შეხვედრას 2 თებერვალს გასვლაზე გამართავს.