საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელს, გიორგი ქვილითაიას „აპოელთან“ გატანილი გოლისთვის კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირებისა და კომპანია Stoiximan-ის დაწესებული ერთობლივი პრიზი გადასცეს.
კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირები ყოველი ტურის შემდეგ გულშემატკივრების გამოკითხვას ატარებს და საუკეთესო გოლის და სეივის ავტორს ავლენს. გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ნიქოზიას „აპოელთან“ შეხვედრის 68-ე წუთზე მნიშვნელოვანი და ეფექტური გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში დიდ როლი ითამაშა.
27 წლის თავდამსხმელს კონკურენტ გუნდთან გატანილი ტურის საუკეთესო გოლისთვის ჯილდო „ანორთოსისის“ ბაზაზე გადასცეს, სადაც გიორგიმ კომენტარი გააკეთა.
„ეს კარგი გოლი იყო და მადლობას ვუხდი მათ, ვინც ხმა მომცა და პირველ ადგილზე ჩემი გასვლა განაპირობა. ეს გოლი დერბის მოგებაში დაგვეხმარა. ჩემთვის კი ეს ყველაზე მთავარია”, – ამბობს ქვილითაია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია ბელგიური „გენტიდან“ ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ზაფხულში გადავიდა და 7 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში კი მესამე ადგილზეა.