გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში დუბლი შეასრულა და „არისს“ „ომონიასთან“ მოგებაში დაეხმარა – 2:1.
ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველის გუნდი კვიპროსული ფეხბურთის გამორჩეულ კლუბს შინ დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „არისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა.
ქვილითაია 25-ე წუთზე კარგად გაიხსნა და მაიაბელას ფლანგური გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა. „არისს“ 41-ე წუთზე მეორეს გატანა შეეძლო, მაგრამ მაიამბელამ პენალტი გააფუჭა. თუმცა, „ომონიამ“ მაინც გაიტანა და ეს 54-ე წუთზე ისევ გიორგიმ მოახერხა.
„არისმა“ გამარჯვებით 14 ქულას მოუყარა თავი და კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე დაწინაურდა. ქვილითაიამ კი მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.