ქვილითაიამ ბელგიაში დებიუტი გამარჯვების გოლით აღნიშნა (ვიდეო)
ქვილითაიამ ბელგიაში დებიუტი გამარჯვების გოლით აღნიშნა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „გენტის“ რიგებში საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი ქვილითაიას დებიუტი შედგა. ის „ლოკერენთან“ საშინაო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როცა ანგარიში 1:1 იყო და იმავე წუთზე ზუსტი დარტყმით გაამარჯვებინა თავის ახალ გუნდს.

გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი ყვითელი ბარათით დაასრულა.

„გენტისთვის“ ეს ზედიზედ მესამე მოგება იყო და ხუთი ტურის შემდეგ, 10 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ქვილითაიას გოლი

87 წუთზე ჩაკვეტაძეს ცვლის ქვილითაია, რომელსაც 1 წუთიც არ დასჭირვებია "გენტის" რიგებში სადებიუტო გოლი გაეტანა! ^_^

Posted by ეროვნული ლიგა – Erovnuli Liga Unofficial on კვირა, 26 აგვისტო, 2018