ქვილითაიამ „არისს“ მოაგებინა - გულიაშვილის გუნდი უდანაკარგოდ ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა და თავის ახალ გუნდს „ომონიასთან“ გამარჯვება მოუტანა – 1:0.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მაგრამ 33-ე წუთზე „არისის“ კაპიტანმა, ალექსანდრ კოკორინმა ტრავმა მიიღო და გიორგი მოედანზე მის ნაცვლად შევიდა.
შეხვედრის ბედი 81-ე წუთზე გადაწყდა. კუთხურის მოწოდების შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მცველებს დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა – 1:0.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ბიელინის „რადნიკი“ 2:0 დაამარცხა და ოთხი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით გათამაშებას ლიდერობს. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.