ქვილითაიამ აპოელ-თან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა, მისი გადასვლა ლიმასოლის „არისშია“ მოსალოდნელი #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ ნიქოზიის აპოელ-თან კონტრაქტის განახლებაზე უარი განაცხადა და, სავარაუდოდ, ლიმასოლის „არისში“ ითამაშებს, – ინფორმაციას sport-fm-ი ავრცელებს.
„„არისმა“ კვიპროსის ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა. დასრულებულმა სეზონმა აჩვენა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება.
მწვრთნელი გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების მოზიდვას შეეცდება. ერთ-ერთი, ვისი დამატებაც პრიორიტეტია, გიორგი ქვილითაია, რომლის აყვანაც სპილევსკის გუნდში ძალიან სურს. მას სჯერა, რომ ქართველს მოედანზე ბევრი რამის შესრულება შეუძლია“, – წერს კვიპროსული გამოცემა.