კვიპროსის ჩემპიონატში მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა. „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „ნეა სალამინას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გიორგი ლორია ჩისკო მუნიოსის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„აპოელმა“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „პარალიმნი“. მასპინძელთა შემადგენლობაში მხოლოდ ლაშა დვალმა ითამაშა – საქართვეელოს ნაკრების მცველი ფორმაში შედის და მწვრთნელი ენდობა. თუმცა, განაცხადის მიღმა მურთაზ დაუშვილი დარჩა.
რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, კვიპროსული გამოცემების ცნობით, ის ტრავმირებულია. „აპოელის“ ქართველმა თავდამსხმელმა მე-9 ტურში მოქმედ ჩემპოინ „აპოლონთან“ პრინციპული მატჩი გამოტოვა.
„ნიქოზიას „აპოელის“ ქართველმა თავდამსხმელმა ვერ გადალახა ის პრობლემა, რომელიც წინა ტურის მატჩამდე შეექმნა. გიორგი ქვილითაია ლიგის მეცხრე ტურში, „აპოლონთან“ დერბიში „აპოელს“ ვერ დაეხმარა. გამოცდილი თავდამსხმელი ტრავმას ებრძვის – ამიტომ, ვლადან მილოევიჩი მას ვერც „პარალიმნთან“ დაეყრდნო, მაგრამ მისი დიდი იმედი ჰქონდა“, – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.