ქვილითაია საერთო ჯგუფში ვარჯიშობს #1TVSPORT
ქვილითაია საერთო ჯგუფში ვარჯიშობს #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა Goal.com.cy-ის ცნობით, გიორგი ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ვარჯიშობს და შესაძლოა, ბოლო ტურებში დაეხმაროს „აპოელს“, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ოთხდღიანი შესვენების შემდეგ, „აპოელმა“ მზადება განაახლა კვირას აეკ-თან დაგეგმილი შეხვედრისთვის. გუნდი ზედიზედ მესამე გამარჯვებას და ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

„მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მის განკარგულებაში იქნება გიორგი ქვილითია, რომელიც გუნდში დაბრუნებას ცდილობს. „აპოელმა“ ვარჯიში ქართველ თავდამსხმელთან ერთად განაახლა. ქვილითაია ცდილობს ტემპი გაზარდოს. ეს მწვრთნელის განწყობას უბრუნებს და აიმედებს, რომ ქართველი თავდამსხმელის დაბრუნება აეკ-თან შეხვედრაში მოხერხდება“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

28 ტურის შემდეგ „აპოელი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება „აპოლონს“. ჩემპიონატის დასრულებამდე სულ ორი ტურია დარჩენილი.