ნიქოზიას „აპოელში“ იმედოვნებენ, რომ გიორგი ქვილითაია სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდს კვიპროსის ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრაში დაეხმარება, – ინფრომაციას გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.
„ბოლო დროს, „აპოელის“ თავდამსხმელები შედეგიანობით არ გამოირჩევიან. ვერავინ იკამათებს, რომ გუნდისთვის გიორგი ქვილითაიას ღირებულება შეუფასებელია, მაგრამ ისეთი პროდუქტიული აღარ არის, როგორიც გუნდის სჭირდება. ამავე დროს, ის ტრავმირებული იყო. თუმცა, სავარაუდოდ, ქართველი თავდამსხმელი „ნეა სალამინასთან“ მატჩისთვის მზად იქნება“, – წერს გამოცემა „კერკიდა“.
30 წლის ქართველი თავდამსხმელი 23 სექტემბერს „ანორთოსისთან“ პრინციპულ შეხვედრაში მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო, ანგარიში გახსნა, მაგრამ დაშავდა და 71-ე წუთზე იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებნა.
მართალია, მისი ტრავმა მძიმე არ გამოდგა და ახნას „ეთნიკოსთან“ და „პაფოსთან“ შემდეგი ტურის შეხვედრებში „აპოელის“ განაცხადში მოხვდა, მაგრამ დისკომფორტს გრძნობდა და ამ გუნდების წინააღმდეგ აღარ უთამაშია, არც საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.