გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთმაშე იყო, მაგრამ 30 იანვარს მას კონკურენტი გამოუჩნდა, რადგან ლიმასოლის „აპოლონში“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი დიეგო ბისესვარი ჩაირიცხა.
„აპოლონმა“ ზამთარში რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი, დიეგო ბისესვარი კი ლიმასოლის გუნდის ერთ-ერთი ბოლო შენაძენი იყო.
„დიეგო ბისესვარის ტრანსფერს მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ „აპოლონისთვის“, არამედ კვიპროსის ჩემპიონატისთვისაც. transfermarkt–ის თანახმად, 32 წლის ნიდერლანდელი ამჟამად ჩვენს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა და პირველი ადგილიდან „ანორთოსისის“ თავდამსხმელი ქვილთაია შეავიწროვა, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა“, – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.
32 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2005-2012 წლებში „ფეიენოორდში“ თამაშობდა, ხოლო 2016 წლიდან სალონიკის პაოკ-ის ღირსებას იცავდა. transfermarkt-ი დიეგოს სატრანსფერო ფასს 1,8 მილიონ ევროდ აფასებს. ქვილითაიას გრაფაშიც 2020 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ 2,0 მილიონის ნაცვლად, 1,8 მილიონი წერია.