ქვილითაია კვიპროსის ლიგის სექტემბერ-ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია სექტემბერ-ოქტომბერში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამასთან დაკავშირებით გამოცემა sport-fm-მა ქართველზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
„გამოჩნდა, რატომ ითხოვდა „არისის“ მწვრთნელი ალექსეი სპილევსკი ასე დაჟინებით გუნდში გიორგი ქვილითაის გადაყვანას, ეს ტრანსფერი „არისისთვის“ წარმატებით დასრულდა.
ჩემპიონატის სტარტზე ქართველი ფორვარდის ასეთ წარმატებულ თამაშას, ალბათ, ბელარუსი მწვრთნელიც არ ელოდა. ვინაიდან მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფიასთან შესაგუებლად ყველა ფეხბურთელს დრო სჭირდება. ქვილითაიამ ბევრი გააოცა – ისე თამაშობს, თითქოს მრავალი წელია „არისში“ გამოდის.
პირველ რვა მატჩში მის მიერ გატანილი ხუთი გოლი ყველაფერზე მეტყველებს. კვიპროსში ჩასვლის შემდეგ მან პირველ რვა თამაშში უკეთესი შედეგი მხოლოდ 2020/21 სეზონში აჩვენა, როცა „ანორთოსისის“ მაისურით ექვსი გოლი შეაგდო, სეზონი კი 14 გოლით დაასრულა, რაც კვიპროსზე თამაშის პერიოდში მისი საუკეთესო შედეგია. ახლა კი 31 წლის ფეხბურთელს აქვს იმის რესურსი, რომ ეს შედეგი გააუმჯობესოს – სეზონის სტარტზე მისი შედეგიანობიდან გამომდინარე, ეს წარმოუდგენელი სულაც არ არის“, – წერს კვიპროსული გამოცემა.