ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. გამოკითხვა კვირპოსის ფეხბურთელთა პროფესიულმა კავშირმა ჩაატარა, რომელშიც გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ.

გამოკითხვის წესებით, გუნდის წარმომადგენლებს თანაგუნდელებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება (შედგენილია 4-4-2 სისტემით):

მეკარე: ალექსანდრ იოვანოვიჩი (აპოლონი)

მცველები: ოვანეს აბარცუმიანი (ანორთოსისი), გორდონ სილდენფელდი (არისი), ვალენტინ რობერტსი (აპოლო), ფაკუდო ზამპალა (აპოელი)

ნახევარმცველები: ზაირ და სილვა (პაფოსი), კოსტაკის არტიმატასი (ანორთოსისი), კინგსლი სარფო (აპოელი), ამრ ვარდა (ანორთოსისი)

თავდამსხმელები: ივან ტრისკოვსკი (აეკ), გიორგი ქვილითია (აპოელი).

გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრა გამოტოვა. ამის მიუხედავად, ის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სულ 22 მატჩში 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 10 გოლი გაიტანა.