ქვილითაია გენტს მოთხოვნებს უყენებს - მეტი მათამაშეთ, სხვაგვარად დარჩენა არ მიღირს
ქვილითაია გენტს მოთხოვნებს უყენებს - მეტი მათამაშეთ, სხვაგვარად დარჩენა არ მიღირს
„გიორგი ქვილითაია გენტში მეორე ვიოლინოს როლს თამაშობს. თუმცა ქართველ თავდამსხმელს მდგომარეობის სწრაფად შეცვლა და მეტი სათამაშო დრო სურს, სხვაგვარად კლუბს დატოვებს“ – საქართველოს ნაკრების და გენტის თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიაზე ამ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა ჰეტ ლაასტე ნიუსი ავრცელებს.
გამოცემა ქართველ მოთამაშეს ელაპარაკა და გიორგიმ მნიშვნელოვან თემებზე გააკეთა კომენტარი. 25 წლის თავდამსხმელი გენტის მთავარი მწვრთნელის, იეს ტორუპისგან ნდობას ვერ გრძნობს და, თუ ასე გაგრძელდა, კლუბის დატოვებას არ გამორიცხავს. მით უფრო, რომ მას კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება: „აქ ბედნიერი ვარ. ეს იყო რთული წელი და აქ დარჩენა მინდა. მაგრამ სეზონის შემდეგ მწვრთნელთან   და   ხელმძღვანელობასთან უნდა დავილაპარაკო და თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომავალ სეზონშიც თუ არ მექნება, მაშინ დარჩენა არ მიღირს. მე თამაში მინდა. ეს სეზონის შემდეგ უნდა გადაწყდეს. ახლა კი ვფიქრობ მხოლოდ ორ დარჩენილ მატჩზე. იმედია, რომ კვირას ანდერლეხტთან ბოლო შეხვედრას ღირსეულად ჩავატარებთ“.
მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა. ქვილითაია ბუფალოში (გუნდის ზედმეტსახელია) ძირითად შემადგენლობაში პირველად ბელგიის თასის ფინალში გამოჩნდა, სადაც გუნდმა მეჰელენთან 1:2 წააგო.
„თასის ფინალს მოუთმენლად ველოდი და იმედი მქონდა, რომ „გენტში“ ჩემს პირველ ტიტულს მოვიპოვებდი. ცუდადად არ გვითამაშია, მაგრამ წაგება დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა“.
ქართველმა ფორვარდმა იმ პრობლემებზე ილაპარაკა, რამაც თავსი გამოვლენაში ხელი შეუშალა:
„სეზონი ტრავმით დავიწყე, მოგვიანებით კი ხელახლა დავშავდი და ბევრი შანსი არც მქონია. მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს დიდი სურვილი, გავიდე მოედანზე და ვითამაშო. მე მზად ვიქნები, თუნდაც მხოლოდ ხუთი ან ათი წუთი რომ მათამაშონ. თუ არ გამაქვს, ბედნიერი არ ვარ. მიმაჩნია, რომ გუნდისთვის მეტი სარგებლობის მოტანა შემიძლია, ვიდრე აქამდე ვაჩვენე. ძნელი იყო ტრავმის შემდეგ ორჯერ მოედანზე დაბრუნება. თუ შანსი არ გაქვს, თავს ვერც გამაოვლენ. სათამაშო დრო თუ მექნება, ვფიქრობ, გუნდს უფრო მეტად დავეხმარები“, -ამბობს ინტერვიუში ქართველი თავადმსხმელი.