ქვილითაია ბომბარდირებში გალიდერდა (ვიდეო)

გიორგი ქვილითაია კვიპროსის სუპერლიგის ბომბარდირებში გალიდერდა – ეს ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრის შედეგმა განაპირობა, რომლშიც ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე ლარნაკასნეა სალამინა“ 2:0 დაამარცხა.

სუპერლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში გიორგი ქვილითაია „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა. მას კიდევ ორჯერ ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ პირველად ახლოდან კარს ააცილა, მეორე ტაიმში კი მეკარეს ვერ აჯობა.

ცარიელ ტრიბუნების გამო ლამის ყველა რეპლიკა ისმის და მეორე გაფუჭებული მომენტის დროს „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ქართველ თავდამსხმელზე გაბრაზდა და რამდენჯერმე დაუყვირა – „მიეცი! მიეცი!“. ეს იმიტომ, რომ ქვილითაიას გადაცემის გაკეთება შეეძლო, რადგან მისი თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაში იყო.

ამ გოლით ქვილითაია კვიპროსის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა – საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელს 11 გოლი დაუგროვდა და ფინეთის მოქალაქეობის მქონე ჩრდილომაკედონიელ ბერატ სადიკს („დოქსა“) და ფრანგ ნიკოლა დიგინის („აპოლონი“) გაუსწრო, რომლებმაც 10-10 გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ქვილითაიამ 16 მატჩი ჩაატარა, ხოლო მისმა კონკურენტებმა უფრო მეტი ადიკმა 17 მატჩი ითამაშა, ხოლო დიგინიმ – 19.