ქვილითაია „არისში“ გადავიდა - კონტრაქტის ხანგრძლივობაც ცნობილია #1TVSPORT
ქვილითაია „არისში“ გადავიდა - კონტრაქტის ხანგრძლივობაც ცნობილია #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსში კლუბი შეიცვალა და „აპოელის“ მოთამაშე „არისის“ ფეხბურთელი გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – ინფორმაციას „არისის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ლიმასოლის „არისი“ აცხადებს შეთანხმებას გიორგი ქვილითაიასთან! ქართველმა ფეხბურთელმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ლიმასოლში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. მივესალმებით გიორგი ქვილითაის „არისის“ ოჯახში და ვუსურვებთ წარმატებებს მწვანე მაისურით!“ – წერია „არისის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

30 წლის თავდამსხმელმა კარიერა მშობლიურ აბაშაში დაიწყო, შემდეგ თამაშობდა „სასკოში“, „დიორში“, გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოში“.  ორი წლის განმავლობაში იასპარეზა ვენის „რაპიდში“ და სამი წელი – ბელგიურ „გენტში“. ქვილითაია კვიპროსში 2020/21 წლების სეზონში ჩავიდა და „ანორთოსისში“ ჩაირიცხა, ბოლო სამი წელი კი „აპოელში“ გაატარა.

გიორგი 2016 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი და იმ გუნდის ნაწილია, რომელიც ისტორიაში პირველად ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა, შემდეგ კი – ტურნირის მერვედფინალში.