ქვილითაია „აპოელის“ კაპიტანი გახდა - ვგრძნობ, ამ ამოცანის შესასრულებლად მზად ვარ #1TVSPORT
ნიქოზიას „აპოელის“ კაპიტანი გუნდის ახლად შეძენილი ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გახდა. საქართველოს ნაკრების 28 წლის შემტევმა გუნდის ამ გადაწყვეტილებაზე მადლობა გადაიხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნდობას გაამართლებს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მე გუნდის კაპიტნის სამკლაურს ვიკეთებ. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და უზარმაზარი ისტორიის მქონე საფეხბურთო კლუბში, როგორიც „აპოელია“. ძალიან ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ მზად ვარ ამ ამოცანის შესასრულებლად. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მსურს, „აპოელის“ წარმატებაში წვლილი შევიტანო“, – განაცხადა „აპოელის“ ქართველმა კაპიტანმა.
სამწუხაროდ, გიორგი ქვილითაიასთვის, ისევე როგორც ნიქოზიელთა კიდევ ორი ქართველი ახალწვეულისთვის (მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი) ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა – „აპოელმა“კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გასვლაზე „პაფოსთან“ 0:4 წააგო.