ქვეყნის მასშტაბით დაიწყო სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელიც 2023 წლის ივლისში დასრულდება #1TVSPORT

23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მიმდინარეობდა სასკოლო სპორტის კვირეული.

5 ოქტომბერს კი, დედა ენის ბაღში კი გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის გახსნის ცენტრალური ღონისძიება.

მის ფარგლებში გაიმართა მოსწავლეთა მოკლე გარბენი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დროშით და  მხიარული სტარტები. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის თამაშები, სპორტის 7 სახეობაში, დაიწყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. იგი გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის მანძილზე და დასრულდება დასკვნითი თამაშებით 2023 წლის ივლისში.

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 1600-მდე სკოლის 80 000-მდე მოზარდი.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.