ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტურია - დეივესონ ფიგეირედომ ჯოზეფ ბენევიდესი ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (flyweight) ჩემპიონის ქამარი ვაკანტურია. მოგეხსენებათ, რომ დეივესონ ფიგუეირედომ სატიტულო ბრძოლისთვის საჭირო წონა ვერ დააფიქსირა და აქედან გამომდინარე მისთვის დღევანდელ ბრძოლაში გამარჯვება ჩემპიონის ქამრის მომტანი ვერ გახდებოდა და ტიტული ვაკანტური დარჩებოდა. სცენარი სწორედ ასე განვითარდა. ბრაზილიელმა მებრძოლმა ჯოზეფ ბენევიდეზი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
ჯოზეფ ბენევიდესმა სატიტულო ბრძოლა კარიერაში უკვე მესამედ დათმო.