ყინულის ჰოკეიში ქუვეითის ნაკრებმა კატასტროფული შედეგით დაასრულა კუნძულ სახალინზე გამართული ტურნირი, სახელწოდებით აზიის ბავშვები. ამ არაბული ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ოთხივე შეხვედრა წააგო, შაიბების შეფარდებით – 0:219.
პირველ მატჩში ქუვეითელებმა შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის გუნდთან წააგეს – 0:60, მეორეში დამარცხდნენ ციმბირის ფედერალურ ოლქთან – 0:77, მესამეში სახალინის ნაკრებთან – 0:28, დასკვნით მატჩში კი იაპონიამ 54:0 მოუგო.