ქუთაისში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიმდინარეობს
ქუთაისში კალათბურთელ ვაჟთა გუნდებს შორის ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნისადმი მიძღვნილ გათამაშებაზე „კაკტუსმა“-„მარნეული“ 82:76, „რუსთავმა“-„სოხუმი“ 103:72, „მგზავრებმა“-„ოლიმპი“ 79:76 ხოლო „ქუთაისმა“ „წყალტუბო“ 96:80 დაამარცხა.
ხვალ, 16:99საათზე 1/2 ფინალურ ეტაპის პირველ შეხვედრაში „რუსთავი“-„კაკტუსის“ მეტოქე იქნება, ხოლო 18:00 საათზე „ქუთაისი“ „მგზავრების“ წინააღმდეგ ითამაშებს.
ფინალური მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 4 თებერვალს, 16:00 საათზე შედგება.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2006 წლიდან იმართება და წელს შეჯიბრი მეცამეტედ ტარდება.