ქუთაისში ვეტერან ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება - საქართველო ლატვიას უმასპინძლებს #1TVSPORT
18 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების ვეტერან ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა „შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე არის შესაძლებელი. ბილეთები ასევე „შენგელია არენას“ სალაროებში გაიყიდება – 15-17 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო 18 ოქტომბერს 10:00-დან 22:00 საათამდე.
ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.
საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
ლატვიის ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა:
ალეკსანდრს კოლინკო, მიჰაილ ზემლინსკი, ოლეგს ბლაგონადეჟდინი, ალექსანდრს ისაკოვსი, იგორს კორაბლოვი, ანტონს იემელინსი, ედგარს გაურაჩსი, ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდრ ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი, ანდრეის პროჰორენკოვსი, მიჰაილს მიჰოლაპსი, ალექსანდრს იელისეიევსი.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრს სტარკოვსი.