ქუთაისში სანაკრებო რაგბი ბრუნდება | რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა "აია არენაზე" გაიმართება
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, 10 თებერვალს, “ბორჯღალოსნები” ბელგიას ქუთაისში “აია არენაზე” დაუპირისპირდებიან. ბოლოს ქუთაისში ნაკრებმა 2005 წელს ითამაშა ჩეხეთის წინააღგმდეგ და შეხვედრა 75:10 მოიგო.
წელს საქართველოს ნაკრები სამ შეხვედრას შინ გამართავს, ორს კი სტუმრად. 3 მარტს “ბორჯღალოსნები” ესპანეთს “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” უმასპინძლებენ, ხოლო ტურნირის დასკვნითი მატჩი, 18 მარტს, რუმინეთის წინააღგმდეგ “დინამო არენაზე” გაიმართება.
დიდი ალბათობით სწორედ ეს დაპირისპირება გაარკვევს ტურნირის ჩემპიონის ვინაობას და რა თქმა უნდა, გუნდები “ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც” ითამაშებენ.
17 თებერვალს ქართველი მორაგბეები გერმანიაში პირველ გასვლით მატჩს ჩაატარებენ. მეორე გასვლითი შეხვედრა 10 მარტს რუსეთში გაიმართება.