ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ასევე, დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.