ევრო 2023-ისთვის ქუთაისის „რამაზ შენგელია არენა“, ფაქტობრივად, სრულად განახლდება. ამაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც მიუთითებს.
სტადიონი 1950 წელს აშენდა, 1962 წელს გაფართოვდა, ხოლო 2010 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა 14,700 ინდივიდუალური სკამი, ტაბლო და განათების სისტემა, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა, გასახდელები და პრესლოჟა. ამის მიუხედავად, სტადიონი უეფა-ს მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ახლა დარჩა ტრიბუნების კონსტრუქცია, ადმინისტრაციული შენობა კი დაანგრიეს, სადაც გასახდელები, მატჩის მომსახურე პერსონალის ოთახები, ვიპ და პრეს-ლოჟები იყო.
თავიდან დააგებენ სარბენი ბილიკებს, დაამონტაჟებენ ინდივიდუალურ სკამებს და სტადიონზე შესასვლელ ტურნიკეტებს, ტაბლოს და განათების სისტემას, პლუს საფარსაც შეცვლიან – ამ სამუშაოების შემდეგ, ქუთაისის სტადიონმა უეფა-ს მე-4 კატეგორიის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს C ჯგუფის გუნდები (ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი) ესტუმრებიან – მატჩების ნაწილს ბათუმის არენაც უმასპინძლებს.
C ჯგუფის კალენდარი, ქუთაისში გასამართი მატჩები:
22 ივნისი
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
გერმანია – ისრაელი
25 ივნისი
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
ინგლისი – ისრაელი
28 ივნისი
ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“
ისრაელი – ჩეხეთი