ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, გაიგონეს ხმაური და ამის გამო, პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

ქალს სავარაუდოდ ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.