„ქუთაისმა“ დამაჯერებელი რევანშით ანგარიში გაათანაბრა
„ქუთაისმა“ დამაჯერებელი რევანშით ანგარიში გაათანაბრა

საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში მეორე მატჩი გამართეს რეგულარულის ჩემპიონმა „ქუთაისმა“ და „რუსთავმა“. პირველ მატჩში რუსთაველებმა მოულოდნელად მოიგეს სტუმრად და დაწინაურდნენ სერიაში – 1:0.

მეორე შეხვედრაში „ქუთაისმა“ შინ დამაჯერებელი რევანში აიღო – 90:70, თუმცა, პირველ ტაიმში საკმაოდ გაუჭირდა.

„რუსთავმა“ მოიგო პირველი მეოთხედი – 22:20, მაგრამ მეორეში 10-წუთეულში მეტოქის 12:3 გაქცევა გამოეპარა და „ქუთაისმა“ ინიციატივა მოიპოვა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 46:41 მოიგეს, მეორე ნახევარში კი საბოლოოდ გატეხეს მეტოქის წინააღმდეგობა. გადამწყვეტი აღმოჩდა მესამე მეოთხედი, რომელიც „ქუთაისმა“ 29:9 მოიგო და მატჩს ინტერესი დაუკარგა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.

მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა – 18 ქულა, 11 მოხსნა; 17 ქულა დააგროვა დეჟუან რაიტმა, 16 – აკაკი ლომოურმა. „რუსთავში“ 17 ქულით გამოირჩა ადამ ბლეიზეკი.

ახლა სერია რუსთავში გადაინაცვლებს, სადაც 17 და 18 მაისს ორი მატჩი გაიმართება. ნახევარფინალური სერიები სამ მოგებამდეა. მესამე მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.