„რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ეს ყველაფერი სიმართლეა. ეგაა, ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი არ აუღიათ. კლუბის პრეზიდენტი შეგვპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში დავალიანებას გაისტუმრებს და ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმშია. სავარჯიშო პროცესი კი ჩვეულებრივ მიმდინარეობს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან „ტორპედოს“ წარმომადგენელი.
მან არ გამორიცხა, რომ პირობის არშესრულების შემთხვევაში, მოთამაშეთა ნაწილი გუნდს დატოვებს: „არის დავალიანება და თუ დროულად არ გაიტუმრებენ, ფეხბურთელები გუნდიდან წასვლაზე ფიქრობენ. მაგრამ დიდი იმედია, ასე არ მოხდება და „ტორპედო“, რომელსაც მთელი ქუთაისი გუშემატკივრობს, ევროპის ლიგაზე ამ შემადგენლობით იასპარეზებს“.
წელს უკვე მეორედ ვრცლდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს სუპერთასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ დაშლის პირასაა. გავრცელებული ცნობებით, ფეხბურთელებმა მოითხოვეს დავალიანების უახლოეს 3 დღეში გასტუმრება, სხვაგვარად „ტორპედოს“ დატოვებას აპირებენ.