ქუთაისის „ტორპედოს“ საქველმოქმედო აქცია - ფეხბურთელები მიუსაფარ ბავშვთა სახლს ეწვივნენ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებში, გუნდის წარმომადგენლები ქუთაისში არსებულ ერთ-ერთ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ეწვივნენ.
ფეხბურთელთა შორის იყვნენ გიორგი კუხიანიძე, გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, საბა გოგლიჩიძე და მწვრთნელი შოთა ბაბუნაშვლი – ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს, მათ აუცილებელი ნივთები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.
ქუთაისის „ტორპედოსთვის“ ეს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის პირველი შემთხვევა არაა. გუნდი ბოლო წლებში ქუთაისში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ სოციალური აქტივობის მონაწილე იყო.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ 2022 წლის საქართველოს თასის გამარჯვებულია. კახა ჩხეტიანის გუნდმა ფინალურ დაპირისპირებაში „ლოკომოტივი 2“ 2:0 დაამარცხა.