ქუთაისის „ტორპედოს" პრეზიდენტი მწვრთნელებს და ფეხბურთელებს დავალიანების ზაფხულამდე გასტუმრებას დაჰპირდა
ქუთაისის „ტორპედოს” პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გუნდის სამწვრთნელო სტაფს და მოთამაშეებს შეხვდა და დავალიანების გასტუმრებას დაჰპირდა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ ადმინისტრაცია მოთამაშეებს დავალიანებას 29 მაისამდე გაუსტუმრებს, მანამდე კი ფეხბურთელები გუნდში დარჩებიან და „რუსთავთან”, თბილისის „დინამოსთან” და გორის „დილასთან” შეხვედრებს ჩაატარებენ.
დღესვე ქუთაისის მერიასთან, „ტორპედოს” გულშემატკივრებმა აქცია გამართეს და ქალაქის მერს გიორგი ჭიღვარიას კლუბის მეპატრონე ზაზა ჩაჩავასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება მოსთხოვეს.
„ვითხოვთ, რომ კლუბის მოქმედმა პრეზიდენტმა პოსტი დატოვოს. აქციები ეტაპობრივად მასშტაბურ სახეს მიიღებს და არ გავჩერდებით, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, – წერია ფანების განცხადებაში.
აქციის მონაწილეების თქმით, კლუბის პრეზიდენტი ძლიერი ფეხბურთელების გაშვებას და მათ ნაცვლად კი გამოუცდელი მოთამაშეების დაწინაურებას აპირებს, რაც ამბიციურ „ტორპედოს” რიგით კლუბად გადააქცევს.
ქუთაისის მერი აქციის მონაწილეებს ქუთაისის მერი შეხვდა და განაცხადა, რომ ზაალ ჩაჩავა გუნდის შენარჩუნებას დაჰპირდა, ხოლო მისი წასვლის შემთხვევაში მერია კლუბზე პასუხისმგებლობას აიღებს და „ტორპედოს” დასუსტებას არ დაუშვებს.