ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი - ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს
26 ნოემბერს „დინამო-არენაზე“, თბილისის „დინამოსთან“ მოგებით, ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული 15 წლის შემდეგ დაიბრუნა.
კლუბის მეპატრონე, ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა ამბობს, რომ დასაწყისით დაიმედებულია და „ტორპედოს“ უკეთესი მომავლისთვის ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
„გუნდში მისვლის პირველივე წელს ოქროს მედლები მოვიპოვეთ. ქუთაისსა და ქუთაისელებს ამ დიდ წარმატებას ვულოცავ და ვპირდები, რომ ეს „ტორპედოს“ აღორძინების დასაწყისი იქნება. ახლა უფრო დიდი გეგმები გვაქვს. უპირველესად, დავიწყებთ ძლიერი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბებას, ქუთაისში არსებული უდიდესი რესურსი რომ ავითვისოთ და მომავალი თაობები გავზარდოთ. პლუს, ცხადია, მთავარი გუნდის გაძლიერებაზე ვიზრუნებთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ღირსეულად რომ გამოვიდეთ“, – ამბობს ჩაჩავა.