ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, „აქტობეს“ კარში პენალტი უნდა დაენიშნა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელი - მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, „აქტობეს“ კარში პენალტი უნდა დაენიშნა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „აქტობესთან“ საპასუხო მატჩის მოგების (2:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ კმაყოფილი ვართ ამ მატჩში ნაჩვენები თამაშით. რომ არა ფეხბურთელების დანაკლისი, სხვანაირად ვითამაშებდით.

ხანდახან შეხვედრის არბიტრი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგალითად, იყო ეპიზოდი, როდესაც ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ ასე არ მოიქცა. გული დაგვწყდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ასეთ გუნდთან („აქტობესთან“) წაგების გამო არ შემრცხვება.

მადლობელი ვართ მეტოქე კლუბის ხელმძღვანელობის, რომლებმაც თბილი დახვედრა მოგვიწყვეს. რაც შეეხება სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს – ჩვენთვის რთული იყო ასეთ გარემოში თამაში, კლუბს შეუძლია თავისი გულშემატკივრებით იამაყოს“, – განაცხადა „ტორპედოს“ მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედომ“ „აქტობეს“ 2:1 მოუგო, მაგრამ შინ 1:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.