ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანმა, მერაბ გიგაურმა და მცველმა, გიგი მჭედლიშვილმა კონფერენს-ლიგაზე „ტირანასთან“ განმეორებით მატჩამდე კომენტარი გააკეთეს და იმედი გამოთქვეს, რომ ალბანურ ბარიერს დაძლევენ.
„გუნდში კარგი განწყობაა და სრული სერიოზულობით ვემზადებით. ამ თამაშისთვის ყველა მოტივირებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ“, – ამბობს მერაბ გიგაური.
გიგი მჭედლიშვილი: „ვემზადებით და ვფიქრობ, რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოსაგებად მივდივართ. აუცილებლად ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გულშემატკივარი მოგვყვება. ეს დიდი სტიმული იქნება და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
გუნდთან ერთად ემზადება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი მამადუ სახო, რომელიც „ტორპედომ“ ერთი თვის წინ დაიმატა, მაგრამ ფორმაში არ იყო და გუნდს პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარა.
ქუთაისში „ტორპედოსა“ და „ტირანას“ პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. განმეორებით შეხვედრას 18 ივლისს ალბანელები უმასპინძლებენ.